
მედია – ჩრდილოკორეელი მეზღვაურები რუს მესაზღვრეებს თავს დაესხნენ, სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილია
17/09/2019 13:54:43 სხვა, მსოფლიო
ჩრდილოკორეული გემის მეზღვაურები იაპონიის ზღვაში რუს მესაზღვრეებს თავს დაესხნენ, – იუწყება რუსული მედია ФСБ-ზე დაყრდნობით.
რუსული მედიის ცნობით, რუსმა მესაზღვრეებმა ჩრდილოეთ კორეის 80 მოქალაქე დააკავეს.
როგორც რუსული მედია წერს, იაპონიის ზღვაში, რუსეთის ფედერაციის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ორი ჩრდილოკორეული გემი და 11 პატარა მოტორიანი ნავი დააფიქსირეს, რომლებიც ბრაკონიერულ თევზჭერას ეწეოდნენ. ერთი გემის დაკავება რუსმა მესაზღვრეებმა მოახერხეს. გემზე ეკიპაჟის 21 წევრი იმყოფებოდა. მეორე უფრო დიდი გემის დაკავების მცდელობისას კი ეკიპაჟის 45-მა წევრმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გასწია, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიჭრა.