"რუსთავში საწარმოების უმეტესობაში ფილტრების დაყენება მიმდინარეობს"
14/04/2022 12:34:05 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებით, რუსთავში საწარმოთა უმეტესობა გამწოვ სისტემებსა და ფილტრებს აყენებს. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"გარემოსდაცვითი ზედამხვედლობის დეპარტამენტმა გასულ წლებში ჩაატარა ყველა მსხვილი საწარმოს ინსპექტირება. ქვეყნის მასშტაბით 85-მდე მსხვილ საწარმოში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა დიდი ნაწილი უკავშირდებოდა ფილტრებისა და სათანადო გამწოვი სისტემის არქონას. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად გასულ წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში. ჩვენ მიერ ახალი სტანდარტების დაწესების შემდეგ საწარმოებმა დაიწყეს კომპლექსური პრობლემების მოგვარება. ქალაქ რუსთავში საწარმოების უმეტესობაში მიმდინარეობს თანამედროვე ფილტრებისა და გამწოვი სისტემების მონტაჟი და აგრეთვე თვითმონიტორინგის სისტემის განლაგება. საწარმოთა დიდ ნაწილში ამ სისტემების განლაგება დაგეგმილია უახლოეს თვეებში“, – განაცხადა შამუგიამ.
რუსთავის ჰაერი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებულია საქართველოში.


