Accentnews.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: "ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს 50%-მდე გავზრდით"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: "ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელს 50%-მდე გავზრდით"

14/04/2022 12:07:19 პოლიტიკა, ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ამის შესახებ მან პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.

"არსებულმა ვითარებამ დაგვანახა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მიმართულებით უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო; სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, პირველ რიგში, მარცვლეულის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის საჭირო ღონისძიებების შემუშავებაზე და ძალიან მალე დარგის წარმომადგენლების და მეცნიერების ჩართულობით წარმოვადგენთ პროგრამას რომელიც სტიმულს მისცემს ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას. ვფიქრობთ, შესაძლებელი იქნება, რამდენიმე წელიწადში, ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გავზარდოთ 15-დან 50%-მდე და ჩვენ, ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისი თქმით, დღეს, ქვეყანაში კვების პროდუქტის მარაგების და მომარაგების კუთხით პრობლემა არ არსებობს:

"ჩვენ გვაქვს, ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია იმპორტიორებთან და ვაწარმოებთ პროცესის სრულ მონიტორინგს; რის საფუძველზეც, შემიძლია გითხრათ, რომ სურსათით მომარაგების კუთხით, ამ ეტაპზე, შეფერხებები არ გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ დავეხმაროთ ბიზნესს ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S