„ჩინელმა მეცნიერებმა ჩვენთან კონტაქტი შეწყვიტეს“ – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
14/04/2022 12:09:25 მსოფლიო
ჩინელი მეცნიერები რუს კოლეგებთან კონტაქტს გაურბიან. ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ალექსანდრ სერგეევის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი.
კერძოდ, როგორც სერგეევმა განაცხადა, დასავლეთის ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების უმეტესობამ რუს კოლეგებთან კონტაქტი შეაჩერა, კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა ჩინელ კოლეგებთანაც.
”სამწუხაროდ, პირდაპირ შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი ჩინელი მეცნიერი კოლეგებიც შეჩერდნენ და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ ვერ შევძელით სერიოზულ დისკუსიებში შესვლა, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი თანამშრომლობა გვქონდა რეგულარული კომუნიკაციით,” - თქვა სერგეევმა.
მისი თქმით, „პოზიტიური მაგალითია ინდოეთი“ და ამ მიმართულებით აქტიურობენ რუსი მეცნიერები: გეგმავენ, განიხილონ კოსმოსისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობა.


