Accentnews.ge
"რუსებმა შესაძლოა, კრამატორსკსა და კონსტანტინოვკაზე დარტყმები გააძლიერონ" - ბრიტანული დაზვერვა

"რუსებმა შესაძლოა, კრამატორსკსა და კონსტანტინოვკაზე დარტყმები გააძლიერონ" - ბრიტანული დაზვერვა

14/04/2022 10:19:34 ევროპა

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა, დონეცკის ოლქში, ქალაქ კრამატორსკა და კონსტანტინოვკაზე დარტყმები გააძლიერონ.

14 აპრილის ანგარიშში ნათქვამია, რომ სამშაბათს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გამოსვლა ხაზს უსვამს მის მუდმივ ინტერესს დონბასის მიმართ, სადაც რუსეთი უკრაინულ ძალებზე შეტევის განახლებისთვის ემზადება.

"კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ქალაქების ცენტრებზე განურჩეველი თავდასხმები განხორციელდა. კრამატორსკი და კონსტანტინოვკა, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ასეთივე ძალადობის სამიზნე იქნება", - ნათქვამია შეტყობინებაში.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსეთი ახლა უბრუნდება თავის ტრადიციულ სამხედრო დოქტრინას უკრაინის წინააღმდეგ ომში, რასაც მოწმობს ძალების კონცენტრაცია ქვეყნის აღმოსავლეთში შეტევისთვის, ასევე, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები.

მათივე ცნობით, ამ შეტევას დიდი ძალისხმევა დასჭირდება:

"უკრაინული ძალები აგრძელებენ მარიუპოლის მუდმივ დაცვას და ზღუდავენ რუსული ჯარებისა და ტექნიკის გადაადგილებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S