
„იზიუმისკენ მიმავალი რუსული კოლონა განადგურებულია“ - უკრაინის გენშტაბი
14/04/2022 10:07:50 ევროპა
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ხარკოვის ოლქში ხიდი ააფეთქეს, რომელზეც რუსული სამხედრო კოლონა გადაადგილდებოდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათი ცნობით, ოკუპანტები ქალაქ იზიუმისკენ მიემართებოდნენ.
"მტრის სამხედრო კოლონის მარშრუტის დადგენის შემდეგ, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა გამოიკვლიეს საინჟინრო ჩასაფრებისთვის ყველაზე შესაფერისი ობიექტი. ეს იყო ხიდი.
შრომატევადი სამუშაოების ჩატარებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსების შემდეგ, სპეცრაზმი ელოდა მტერს, რომელიც დაუფიქრებლად მიდიოდა სიკვდილისკენ. ხიდი გეგმის მიხედვით ააფეთქეს რუსულ ტექნიკასთან ერთად, მტრის მთელი კოლონა განადგურდა", - განაცხადეს გენშტაბში.