
გერმანიაში რუსი ოლიგარქის სუპერიახტა დააკავეს
14/04/2022 09:48:53 ევროპა
გერმანიის კრიმინალური პოლიციის ფედერალურმა დეპარტამენტმა დაადგინა მარტის ბოლოს დაკავებული სუპერიახტის Dilbar–ის მფლობელი, მიუხედავად იმისა, რომ ის ობშორულ ზონაში იყო რეგისტრირებული.
როგორც გაირკვა, მფლობელია რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის და გულბაჰორ ისმაილოვა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ იახტა ევროპულ სანქციებს ექვემდებარება და უკვე შესაძლებელია მისი ლეგალურად დატოვება ჰამბურგში.
იახტა ჰამბურგში 2021 წლის ოქტომბრის ბოლოდან გადიოდა მოდერნიზაციას.
იახტა 600 მლნ დოლარად არის შეფასებული. მისი ეკიპაჟი 96 კაცისგან შედგება, გემის სიგრძე კი დაახლოებით 156 მეტრია.