Accentnews.ge
ბულგარული პრორუსული პარტია ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინის დახმარების კონტექსტში მთავრობის დაშლით ემუქრება

ბულგარული პრორუსული პარტია ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინის დახმარების კონტექსტში მთავრობის დაშლით ემუქრება

14/04/2022 08:25:48 ევროპა

პრორუსულმა ბულგარულმა „სოციალისტურმა პარტიამ“ გააფრთხილა კოლეგები, რომ თუ ბულგარეთის პარლამენტი გადაწყვეტს იარაღის გაგზავნას უკრაინაში, პარტია მმართველ კოალიციას დატოვებს, შესაბამისად, მთავრობა დაკარგავს საპარლამენტო უმრავლესობას და შესაძლოა, დაიშალოს,– იუწყება Euractiv.

"პარტია მხარს უჭერს უკრაინისთვის ნებისმიერი სახის დახმარების აღმოჩენას, ლეტალური იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებისა. ეს “წითელი ხაზია“ და ჩვენ მადლიერები ვართ პარლამენტარების, რომ იცავენ ამ საპასუხისმგებლო პოზიციას. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი რწმენით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა, რომ ბულგარეთის ინტერესებშია, იყოს ფრთხილი და ზომიერი“, - განაცხადა დეპუტატმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა კრისტიან ვიგენინმა.

„სოციალისტები“ ირწმუნებიან, რომ ბულგარეთის ინტერესებშია, არ შექმნას ზედმეტი არეულობა და დაძაბულობა.

გამოკითხვების მიხედვით, ბულგარელების თითქმის 70%-ს არ სურს, რომ მთავრობა უკრაინას იარაღით დაეხმაროს, თუმცა უმრავლესობა მზადაა, დაეხმაროს უკრაინელ ლტოლვილებს და გაგზავნოს ჰუმანიტარული დახმარება.

თუმცა, როგორც ანალიტოკოსთა ნაწილი აღნიშნავს, „სოციალისტების“ პოზიციონირების რეალური საფუძველი გახლავთ მისი რეიტინგის კლება უფრო რადიკალურ პრორუსულ ძალებთან შედარებით.

Euractiv აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბულგარეთი და უნგრეთი არიან ნატოს ის წევრები, რომლებსაც არ გაუგზავნიათ სამხედრო დახმარება უკრაინაში. მეორეს მხრივ, არსებობს ცნობები, რომ სოფია შუამავლის – პოლონეთის მეშვეობით უწევს კიევს სამხედრო დახმარებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S