Accentnews.ge
საქართველოში დედაენის დღეა

საქართველოში დედაენის დღეა

14/04/2022 05:09:50 საზოგადოება

14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს.

“ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. საქართველოს თვითმყოფადობას, ისტორიულ მეხსიერებას, პატრიოტულ სულისკვეთებას და ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას სწორედ ქართული ენა აერთიანებს. ჩვენი ერისათვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი - ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ხალხის მიერ მოპოვებული სახელმწიფო ენის დღე. ჩვენმა გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულს, არამედ სხვა რესპუბლიკების ენებსაც შეუნარჩუნა სახელმწიფო სტატუსი“, - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის დამტკიცებული სახელმწიფო ენის ათწლიანი პროგრამა ჩამოყალიბდა.

„ათწლიანი სტრატეგია ხელს შეუწყობს როგორც ქართული და აფხაზური ენების კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების უკეთ შესრულებას, ისე ქართველური ენების დაცვას, კვლევასა და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებას“,- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ამ დღესათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც:

„ზუსტად 44 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა – ჩვენი თვითმყოფადობისა და იდენტობის საფუძველი. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს გახლდათ უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც ახალგაზრდები საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას წინ აღუდგნენ და არ დაუშვეს ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვა“.

მისი თქმით, მთავარია კიდევ უფრო გამტკიცდეს დედაენის სახელმწიფო სტატუსი და განაკუთრებულად პრიორიტეტულია ხელი შეეწყოთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელბს ქართული ენის შესწვალის თვალსაზრისით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუშვილი დედაენის დღეს ულოცავს ყველას „ვინც ეს ენა შეისწავლა და ყველას, ვინც უბრალოდ მოხიბლულია ქართული ენის კეთილხმოვანებით და ათასწლოვანი ისტორიით“.

1978 წლის 14 აპრილს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S