აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: "ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ, გლობალური იზოლაცია ემუქრებათ"
14/04/2022 05:04:50 მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი აცხადებს, რომ ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიმართ ნეიტრალურ დამოკიდებულებას იჩენენ, შესაძლოა, გლობალური იზოლაციის წინაშე აღმოჩნდნენ, - იუწყება The Wall Street Journal.
„ნება მომეცით ახლა ვუთხრა რამდენიმე სიტყვა იმ ქვეყნებს, რომლებიც ამჟამად „ღობეზე სხედან“ და ალბათ ხედავენ შესაძლებლობას, სარგებელი ნახონ რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებით. სანქციების გამცემი ქვეყნების ერთიანი კოალიცია არ იქნება გულგრილი ქმედებების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს მიერ დაწესებულ სანქციებს",- აღნიშნა ჯანეტ იელენმა.
ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მან ამ კონტექსტში დაასახელა, ჩინეთი იყო:
„ჩინეთის მიმართ მსოფლიოს დამოკიდებულებაზე და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის სურვილზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს რუსეთის მიმართ ჩინეთის რეაქციამ".
ცნობისთვის: უკრაინაში შეჭრის გამო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს.


