Accentnews.ge
საქართველო–რუსეთის საზღვარზე რუსმა მესაზღვრემ უკრაინელ ქალს პასპორტი დაუზიანა

საქართველო–რუსეთის საზღვარზე რუსმა მესაზღვრემ უკრაინელ ქალს პასპორტი დაუზიანა

14/04/2022 07:32:23 საზოგადოება

ზემო ლარსზე, საქართველო–რუსეთის საზღვარზე რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელმა უკრაინული პასპორტი დააზიანა: მან უკრაინის მოქალაქეს, ქალს, რომელიც სასაზღვრო პუნქტზე გადიოდა კონტროლს, პასპორტში ჩაუწერა „დიდება რუსეთს“.

დაზიანებული პასპორტის ფოტო „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა ტელეკომპანია Belsat-ის რუსულენოვანი გადაცემის „Vot Tak“-ის მიერ. მითითებულია, რომ ინციდენტის შესახებ მათ თვითმხილველმა აცნობა.

რუსულენოვანი ბლოგერის ნიკოლაი ლევშიცის თქმით, დღეში საქართველოში რუსეთიდან სახმელეთო გზით 30-დან 100-მდე უკრაინელი შემოდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S