უკრაინაში პუტინის ომს 197 ბავშვი ემსხვერპლა
14/04/2022 06:58:53 მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 197 ბავშვი დაიღუპა, 351–მა ბავშვმა დაზიანებები მიიღო.
უწყებაში ამბობენ, რომ ყველაზე მეტი დაშავებულია დონეცკისა და კიევის ოლქებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა ან დასახლებული პუნქტები ოკუპანტების მიერ იყო დაკავებული. მისი ინფორმაციით, მონაცემები საბოლოო არაა.


