Accentnews.ge
ესპანეთის ქალაქს დროებით უკრაინა დაარქვეს

ესპანეთის ქალაქს დროებით უკრაინა დაარქვეს

14/04/2022 06:32:59 მსოფლიო

ესპანეთის ქალაქს დროებით უკრაინა დაარქვეს. კერძოდ, სევილიის მხარეში მდებარე პატარა ქალაქ ფუენტეს-დე-ანდალუსიას მიმდინარე კვირის განმავლობაში უკრაინა ერქმევა.

ესპანეთში უკრაინის საელჩო აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ქალაქის ხელისუფლებამ მიიღო.

საელჩოს ცნობით, ქალაქის მცხოვრებთა ინიციატივით უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ზოგიერთ ქუჩას დროებით უწოდეს კიევის მარიუპოლის, ხარკოვის, ხერსონის და ოდესის სახელები.

ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S