Accentnews.ge
მოსკოვმა აშშ–ის კონგრესის 398 წევრი და კანადის 87 სენატორი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

მოსკოვმა აშშ–ის კონგრესის 398 წევრი და კანადის 87 სენატორი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა

14/04/2022 06:14:27 მსოფლიო

რუსეთმა აშშ-ის კონგრესის 398 წევრი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს ნაბიჯი სარკისებური ზომაა, გასულ თვეს აშშ-ის მიერ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრებისთვის დაწესებული სანქციების გამო.

ამასთან, მოსკოვმა კანადის 105 სენატორიდან პერსონა ნონ-გრატად 87 სენატორი გამოაცხადა.

მანამდე, მსგავსი ზომები აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 328 დეპუტატის მიმართ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S