ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მლნ ევროს გამოუყოფს
14/04/2022 06:00:08 მსოფლიო
ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. აღნიშნული თანხა თავდაცვით და სამხედრო აღჭურვილობას, ასევე საწვავსა და პირველადი დახმარების პაკეტებს მოხმარდება.
"რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთზე იერიშისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, რათა დაიცვან თავიანთი ტერიტორია და მოსახლეობა“, – განაცხადაევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ.
აღნიშნული 500 მილიონის ჩათვლით ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ოდენობა 1.5 მილიარდ ევროს შეადგენს.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებრვლიდან აწარმოებს.


