Accentnews.ge
ფიჯის პოლიცია რუსი ოლიგარქის კუთვნილი გემის ლაუტოკას პორტში შესვლასთან დაკავშირებულ საკითხს იძიებს

ფიჯის პოლიცია რუსი ოლიგარქის კუთვნილი გემის ლაუტოკას პორტში შესვლასთან დაკავშირებულ საკითხს იძიებს

14/04/2022 05:59:33 მსოფლიო

ფიჯის პოლიცია რუსი ოლიგარქის სულეიმან კერიმოვის კუთვნილი გემის ლაუტოკას პორტში შესვლასთან დაკავშირებულ საკითხს იძიებს, - იუწყება Sky News.

სუპერიახტა სახელად „ამადეა“ გუშინ, წყნარი ოკეანის კუნძულზე, ლაუტოკას პორტში შევიდა. გემის კაპიტანი უკვე დაიკითხა იმის შესახებ, თუ როგორ მოახერხა პორტში გემის განბაჟების გარეშე შეყვანა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო კერიმოვს სანქციები გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-მა და ევროკავშირმა დაუწესეს.

„ამადეამ“ მექსიკა 18 დღის წინ დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S