მედია – აშშ უკრაინაში მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს
14/04/2022 05:57:52 მსოფლიო
თეთრი სახლი უკრაინაში მაღალჩინოსნის გაგზავნის საკითხს განიხილავს, – იუწყება CNN.
გამოცემის ცნობით, უკრაინაში ვიზიტით სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ან თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავა.
CNN აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით მიღებული არაა.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.


