Accentnews.ge
ზელენსკი შტაინმაიერის ირგვლივ აგორებულ სკანდალს ეხმიანება

ზელენსკი შტაინმაიერის ირგვლივ აგორებულ სკანდალს ეხმიანება

13/04/2022 20:23:48 ევროპა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მას არ მიუღია გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალური მოთხოვნა უკრაინაში ვიზიტის შესახებ და რომ უკრაინას შეუძლია, თავს უფლება მისცეს ნამდვილ მეგობრებთან ყოფნის.

„მე, როგორც პრეზიდენტს და ჩვენს ოფისს ოფიციალურად არ მიმიღია მოთხოვნა გერმანიის პრეზიდენტისა და გერმანიის პრეზიდენტის აპარატისგან უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყანა თავისუფალია და მზად ვართ, ვიყოთ სატრანზიტო სახელმწიფო, თუ ეს ეხება ეკონომიკურ საკითხებს და არა პოლიტიკურს.

მეორე – ხვალ 50–ე დღეა ომის. ყოველდღე ვკარგავთ ადამიანებს... ვფიქრობ, შეგვიძლია, თავს უფლება მივცეთ, ვიყოთ მათ შორის, ვინც ნამდვილად გვიჭერს მხარს – ნამდვილ მეგობრებს შორის. ვფიქრობ, ნამდვილი მეგობრები ბევრნი არ არიან. ჩვენ ამ რაოდენობით კმაყოფილნი ვართ“,– განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა აღმოსავლეთ ევროპის ოთხი ქვეყნის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პოლონეთის, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის პრეზიდენტებთან ერთად აპირებდა კიევში ჩასვლას, თუმცა გერმანული წყაროების მიხედვით, მისი უკრაინაში ჩასვლა არ ინებეს. კერძოდ, გადაწყვეტილების მიზეზად Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის მიმართ შტაინმაერის დამოკიდებულება და ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა დასახელდა, რომელიც 2014 წლის ომის შედეგ მიიღეს და უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამ დროს შტაინმაიერი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა შტაინმაიერმა. უნდა აღინიშნოს, რომ მან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ მხარს უჭერდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს.

კიევში შტაინმაიერის ნაცვლად გერმანიის კანცლერი მიიწვიეს, თუმცა ის ჯერ ჩასვლას არ აპირებს.

"პრეზიდენტს სურდა უკრაინაში წასვლა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა. კარგი იქნებოდა, ის კიევში მიეღოთ. მეტი კომენტარების გაკეთება არ მსურს, რადგან ამჯერად ზრდილობიანად ყოფნა გამაღიზიანებელია". - ამბობს ოლაფ შოლცი.

კითხვაზე, გეგმავს თუ არა გერმანიის კანცლერი კიევში ვიზიტს, შოლცმა უპასუხა, რომ რთულად მოიძებნება ქვეყანა, ან ლიდერი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტზე ინტენსიური ურთიერთობა აქვს გერმანიის კანცლერთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S