Accentnews.ge
არტილერია, ჯავშანტექნიკა, ვერტმფრენები: აშშ–მა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

არტილერია, ჯავშანტექნიკა, ვერტმფრენები: აშშ–მა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

13/04/2022 19:03:14 ევროპა, მსოფლიო

შეერთებული შტატები უკრაინას 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღს უგზავნის,– ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების საუბრის შემდეგ.

„ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ ზელენსკის და ვუთხარი, რომ ადმინისტრაცია დამატებით 800 მილიონი დოლარის იარაღს, საბრძოლო მასალას და სხვა დახმარებას უწევს უკრაინას“, - ამბობს ბაიდენი.

ბაიდენი აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროები ეფექტურად იყენებენ უკვე მოწოდებულ იარაღს და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ემზადება დონბასში შეტევის გასაძლიერებლად, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას:

„დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ბევრ ეფექტურ იარაღს, რომელიც უკვე მივაწოდეთ და ახლები – მისადაგებულია რუსეთის უფრო ფართო შეტევასთან, რომელსაც ველოდებით აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს ახალი პაკეტი მოიცავს საარტილერიო სისტემებს, საბრძოლო მასალას და ჯავშანტრანსპორტიორებს. ასევე დავამტკიცე დამატებითი ვერტმფრენების გადაცემა. გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი იარაღის გადაცემის ხელშეწყობას“.

მისი თქმით, დასავლელი მოკავშირეებისგან იარაღის მუდმივმა მიწოდებამ ითამაშა კრიტიკული როლი, უკრაინას წარმატებით გაეძლო რუსეთის შემოჭრისთვის:

„ჩვენ ვერ შევამცირებთ ძალისხმევას. მე დავრწმუნდი პრეზიდენტ ზელენსკი, რომ ამერიკელი ხალხი გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ერის მხარდაჭერას თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S