Accentnews.ge
„ეს არის ომი, რომელიც უნდა მოვიგოთ!" – ზელენსკი კოლეგებს შეხვდა აღმოსავლეთ ევროპიდან

„ეს არის ომი, რომელიც უნდა მოვიგოთ!" – ზელენსკი კოლეგებს შეხვდა აღმოსავლეთ ევროპიდან

13/04/2022 18:32:51 ევროპა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში შეხვდა პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის ლიდერებს. მედიასთან კომუნიკაცია მოგვიანებით იგეგმება.

მანამდე პრეზიდენტებს უკრაინის პრემიერმა უმასპინძლა რუსეთის შეჭრის შედეგად განადგურებულ ქალაქ ბოროდიანკაში.

"ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებთან ერთად გამოვხატეთ სრული მხარდაჭერა უკრაინისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირში უკრაინის წევრობის ადვოკატირებას და ამ გმირული ერს ომის საშინელებების დაძლევაში დახმარებას.

ერთიანობა ჩვენი ძალაა. ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მის გამარჯვებამდე“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. ხოლო რუსების ქმედებების შეფასებისას აღნიშნა, "არსებები, რომლებმაც ეს გააკეთეს, არ იმსახურებენ ამ სახელს. ეს არის უკრაინელი ერის გააზრებული, მიზანმიმართული და უკიდურესად სასტიკი განადგურება. ადრე თუ გვიან, ყველა მკვლელი და გაუპატიურებაში ბრალდებული პირი პასუხს აგებს. ეს ადგილი სავსეა უბედურებითა და ტკივილით. აქ მოკლეს და აწამეს მშვიდობიანი უკრაინელები, დაბომბეს სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ომის ასეთი სისასტიკე შეიძლება 21-ე საუკუნის ევროპაში მოხდეს, მაგრამ ეს რეალობაა. ეს არის ომი, რომელიც უნდა მოვიგოთ".

ნაუსედას თქმით, რუსული არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები უნდა შეფასდეს და ომის დამნაშავეები ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში უნდა გაასამართლონ:

„მიუხედავად ძალიან დამთრგუნველი შთაბეჭდილებისა, მე მტკიცედ მჯერა, რომ რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი თითოეული დანაშაული შეფასდება და დამნაშავეებს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში გაასამართლებენ“.

ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი უკრაინის აღდგენისთვის „მარშალის გეგმის“ მსგავსი გეგმის მინიჭების მომხრეა:

„ირპენსა და ბოროდიანკსა რუსული ნგრევის ახალი ნაწიბურები ატყვია. სახლების, ეკლესიებისა და ხიდების დანგრეულია. უკრაინა იმსახურებს დიდძალებს აღმშენებლობისთვის, როგორიცაა მარშალის გეგმა, რომელიც დასავლეთ ევროპას მეორე მსოფლიო ომისგან გამოჯანმრთელებაში დაეხმარა. მოვიდა დრო დაგეგმვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S