Accentnews.ge
ბუჩაში ჰააგის ექსპერტ-კრიმინალისტები იმუშავებენ

ბუჩაში ჰააგის ექსპერტ-კრიმინალისტები იმუშავებენ

13/04/2022 16:31:03 ევროპა, მსოფლიო

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა, რომელიც ბუჩაში იმყოფებოდა, უკრაინას „დანაშაულის ადგილი“ უწოდა და დამოუკიდებელი გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"უკრაინა – დანაშაულის ადგილი. ჩვენ აქ ვართ, რადგან გვაქვს გონივრული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ აქ დანაშაული ხდება, რომლებიც სასამართლოს იურისდიქციას ექვემდებარება.

ჩვენ უნდა გავფანტოთ ომის ნისლი, რათა მივიდეთ სიმართლემდე. ეს მოითხოვს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებას", - თქვა კარიმ ხანმა.

მისი თქმით, ქალაქში მუშაობა უნდა დაიწყოს ჰააგის ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფმა.

ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, უკრაინის მთავრობამ მტკიცე სურვილი გამოთქვა, ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დამოუკიდებელი გამოძიების წარმოების პროცესში.

2 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო. 11 აპრილს საფრანგეთიდან სპეციალისტები ჩავიდნენ უკრაინაში, რათა დაეხმარონ უკრაინის ხელისუფლებას რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S