
ზელენსკიმ იმ იარაღის სია გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება
13/04/2022 14:56:34 ევროპა
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯარო გახადა იმ იარაღის ჩამონათვალი, რომელიც უკრაინას რუსეთის შესაჩერებლად სასწრაფოდ სჭირდება.
„იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მსოფლიოს გმირულად დაცვა რუსული აგრესიისგან, უკრაინას სჭირდება კონკრეტული იარაღი. მივმართავ მსოფლიოს მოქალაქეებს თხოვნით, დაგვხმარეთ, თქვენს მთავრობებამდე მივტანოთ უკრაინის რეალური საჭიროებების შესახებ, რაც ომის შეჩერებაში დაგვეხმარება. მიეცით უკრაინას იარაღი, რომ ერთად დავამარცხოთ ეს ბოროტება“,– განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება:
- საარტილერიო დანადგარები (კალიბრი 155 მმ) და საბრძოლო მასალა; საარტილერიო ჭურვები (კალიბრი 152 მმ), რაც შეიძლება მეტი;
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები: „გრადი“, „ქარიშხალი“ ან ამერიკული M142 HIMARS;
- ჯავშანტრანსპორტიორი (ჯავშანმატარებლები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და სხვ.);
- ტანკები (T-72, ამერიკული ან გერმანული ანალოგი);
- საჰაერო თავდაცვის სისტემები (S-300, Buk ან მსგავსი თანამედროვე დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემები);
- სამხედრო ავიაცია.
"რუსეთი უკრაინაში გაჩერებას არ გეგმავს! პუტინის პროპაგანდისტული მანქანა ღიად აცხადებს, რომ ევროპა არის "შემდეგი ლოგიკური სამიზნე". ამდენად, ან დასავლეთი ახლა დაეხმარება უკრაინას პუტინის შეჩერებაში, ან პუტინი გააგრძელებს რუსეთის იმპერიის გაფართოებას, ათასობით ადამიანის მკვლელობას. მან ეს უკვე გააკეთა მარიუპოლში, ხარკოვში, ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში“, - შეაჯამა უკრაინის პრეზიდენტმა.