Accentnews.ge
ოთხი პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ განადგურებულ ბოროდიანკაში ჩავიდა

ოთხი პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ განადგურებულ ბოროდიანკაში ჩავიდა

13/04/2022 14:37:11 ევროპა

პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვას პრეზიდენტები – ანდჟეი დუდა, ალარ კარისი, გიტანას ნაუსედა და ეგილს ლევიცი რუსეთის თავდასხმის შედეგად ძლიერ დაზიანებულ უკრაინულ ქალაქს ბოროდიანკას ესტუმრნენ.

მათ ქალაქში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უმასპინძლა.

ვიზიტის ამსახველი ფოტოები პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა.

„ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის დამცველებს ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში“, - განაცხადეს პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში.

ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ ომის საშინელებები, რაც უკრაინამ განიცადა, შეუძლებელია, ადამიანებს ჩაედინათ.

"არსებები, რომლებმაც ეს გააკეთეს, არ იმსახურებენ ამ სახელს. ეს არის უკრაინელი ერის გააზრებული, მიზანმიმართული და უკიდურესად სასტიკი განადგურება", - დაწერა მან Twitter-ზე.

ოთხი პრეზიდენტის მოგზაურობა პოლონეთის ორგანიზებით შედგა, რომელიც უკრაინასთან ერთად უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას.

სამშაბათს დუდა ვარშავაში შეხვდა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, რომლის ვიზიტიც კიევში ასევე იყო დაგეგმილი, მაგრამ როგორც შემდეგ გერმანიის პრეზიდენტმაც დაადასტურა, კიევმა მას მიღებაზე უარი უთხრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S