ყაზახეთმა 9 მაისს აღლუმის გამართვაზე უარი თქვა
13/04/2022 14:18:40 მსოფლიო
ყაზახეთის ხელისუფლებამ გააუქმა წლევანდელი სამხედრო საზეიმო აღლუმები, რომლებიც 7 და 9 მაისს უნდა გამართულიყო. ყაზახეთი 7 მაისს სამშობლოს დამცველთა დღეს აღნიშნავს, რომ 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება აღინიშნება.
”2022 წელს არ გაიმართება სამხედრო აღლუმი, რომელიც ეძღვნება ყაზახეთის შეიარაღებული ძალების შექმნის 30 წლისთავს და 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს”,– იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.
თუმცა, როგორც განიმარტა, ხელისუფლება რამდენიმე ღონისძიების გამართვას გეგმავს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და ყაზახეთის შეიარაღებული ძალების პატივსაცემად.
სამხედრო აღლუმი 2020 და 2021 წლებში პანდემიის გამო არ ჩატარდა, თუმცა ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ღონისძიება 2022 წელს გამართავდნენ.
ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპიკერმა 1 აპრილს განაცხადა, რომ ყაზახეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ ეშინია რუსეთის შეჭრას უკრაინაში უწოდოს "ომი".
ყაზახეთის მთავრობამ განაცხადა, რომ არ ცნობს უკრაინის რეგიონების „დამოუკიდებლობას“.


