
კურსკის გუბერნატორი ირწმუნება, რომ რუსულ სასაზღვრო პუნქტს ცეცხლი უკრაინის მხრიდან გაუხსნეს
13/04/2022 13:22:23 ევროპა, მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ირწმუნება, რომ კორენევსკის რაიონში სასაზღვრო პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა მსხვერპლი არ არის და ინციდენტს არც ნგრევა მოჰყოლია.
განცხადების დასტურად მას არანაირი სახის მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, თუმცა ამტკიცებს, რომ ცეცხლი გაიხსნა უკრაინის მხრიდან, ტყის სარტყლიდან.
„დღეს, 14:00 საათზე კორენევსკის რაიონში სასაზღვრო გამშვები პუნქტი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს. საცეცხლე პუნქტი საპასუხო ცეცხლმა ჩაახშო. მსხვერპლი და ნგრევა არ არის“,– აცხადებს გუბერნატორი.
კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა 9 აპრილსაც განაცხადა გლუშკოვსკის რაიონის სოფელ ელიზავეტოვკასთან სასაზღვრო პუნქტის დაბომბვის შესახებ.
მოგვანებით რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა დაიმუქრა კიევზე სარაკეტო თავდასხმით, როგორც „პასუხი უკრაინელების დივერსიაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“.
თავის მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსები ახორციელებდნენ პროვოკაციებს საზღვარსა და საკუთარ ტერიტორიაზე ესკალაციისა და მშვიდობიანი მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმებისთვის საბაბის შესაქმნელად:
„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, ხოლო რუსული ვერ იმუშავებს. კრემლმა უკვე დაამტკიცა, რომ იცის მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლა. ყველა დანაშაულისთვის რუსეთი მომავალში პასუხს აგებს საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე“.