
დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სია გააფართოვა
13/04/2022 12:58:07 ევროპა
დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ცნობით, სანქციების სიას, კიდევ 206 რუსი ფიზიკური პირი და ბიზნესი დაემატა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
სიაში მოხვდა პუტინის ნათლიმამა, ოლიგარქი და უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვეჩუკი, რომლის დაკავების შესახებაც წუხელ გახდა ცნობილი.
სიაში ასევე მოხვდა ნავთობის რუსი მაგნატი და „ლუკოილის“ ხელმძღვანელი ვაგიტ ალეკპეროვიც.