
"გერმანია ახლა უკვე სწრაფად მიაწვდის უკრაინას მძიმე აღჭურვილობას" – ფაბერი
13/04/2022 12:38:03 ევროპა
გერმანიის მმართველი კოალიცია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა და უსაფრთხოების პოლიტიკის საპარლამენტო ჯგუფის წევრმა მარკუს ფაბერმა განაცხადა.
„ძვირფასო მეგობრებო, გერმანია ახლა სწრაფად მიაწვდის მძიმე აღჭურვილობას უკრაინას. მე მოხარული ვარ, რომ ფედერალურმა დემოკრატიული პარტია და ჩვენი კოალიციური პარტნიორები ამაზე შევთანხმდით.
უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ მე ყველა მინისტრისა და კოალიციური პარტნიორებისგან მხოლოდ პოზიტიური განცხადებები მოვისმინე. რა თქმა უნდა, ამას ჯერ კიდევ სჭირდება გადაწყვეტა და დანერგვა, მაგრამ როცა ასეთი ერთიანი ნებაა, გზაც ყოველთვის არსებობს“, - აცხადებს ფაბერი.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინას სწრაფად უნდა მიეწოდოს იარაღი და რომ ევროპას თავის მართლების დრო არარ აქვს.