Accentnews.ge
აშშ უკრაინისთვის ვერტმფრენებისა და მაღალი გამავლობის მანქანების გაგზავნას გეგმავს

აშშ უკრაინისთვის ვერტმფრენებისა და მაღალი გამავლობის მანქანების გაგზავნას გეგმავს

13/04/2022 12:20:33 ევროპა, მსოფლიო

პენტაგონი უკრაინისთვის განკუთვნილ ახალ სამხედრო პაკეტში მი-17 ვერტმფრენებისა და მაღალი გამავლობის მანქანა Humvee-ების შეტანას განიხილავს,- იუწყება The Washington Post თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

გაზეთის წყაროების თანახმად, ახალი პაკეტი შესაძლოა, 750 მილიონი დოლარით შეფასდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, კონკრეტულად რა სახის შეიარაღებას მოიცავს ის.

The Washington Post-ის ცნობით, პაკეტში ფიგურირებდნენ ჰაუბიცები, სანაპირო დაცვის უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღიდან კოსტიუმები. მაგრამ ჯერ–ჯერობით არ არის ნათელი, დარჩება თუ არა ეს ყველაფერი საბოლოო პაკეტში.

გასულ კვირაში აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ლენდ-ლიზის პროგრამა უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო დახმარების გაგზავნის გასაადვილებლად. ეს პროგრამა ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს მოქმედებდა, როცა ამერიკის სამხედრო დახმარება ეგზავნებოდა ნაცისტური გერმანიის მოწინააღმდეგეებს, მათ შორის ბრიტანეთსა და სსრკ-ს.

გარდა ამისა, სამხრეთმა კორეამ განაცხადა, რომ მილიონ-ნახევარი დოლარის ღირებულების საარტილერიო იარაღს უგზავნის უკრაინას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S