Accentnews.ge
უკრაინის დაზვერვამ მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმი დააფიქსირა

უკრაინის დაზვერვამ მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმი დააფიქსირა

13/04/2022 10:55:20 ევროპა

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, მარიუპოლში 13 მოძრავი კრემატორიუმი დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის სასტიკ მკვლელობებს ფართო საერთაშორისო გახმაურების მოჰყვა, რუსულმა ძალებმა მობილური კრემატორიების გამოყენება დაიწყეს ცხედრების გასანადგურებლად.

„მარიუპოლში დაფიქსირდა 13 მობილური კრემატორუმი, რომლებიც ქუჩებს წმენდენ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებისგან. ურჯულოები ცდილობენ, ფილტრაციის ბანაკების მეშვეობით ამოიცნონ სისასტიკის ყველა პოტენციური მოწმე და გაანადგურონ“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ მათ არაერთხელ დააფიქსირეს მობილური კრემატორიის გამოყენების შემთხვევები ჩერნიგოვისა და ლუგანსკის ოლქებში:

„ამ კრემატორიუმებში რუსი სამხედროების ცხედრებსაც წვავენ დანაკარგების დასაფარად“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S