პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში მიემგზავრებიან
13/04/2022 07:18:12 მსოფლიო
პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში მიემგზავრებიან.
ოთხი ქვეყნის ლიდერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
"მივემგზავრები კიევში პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერას. ერთად გამარჯვებამდე!"- წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს.


