Accentnews.ge
კიევში გერმანიის პრეზიდენტის ნაცვლად კანცლერი მიიწვიეს

კიევში გერმანიის პრეზიდენტის ნაცვლად კანცლერი მიიწვიეს

13/04/2022 06:06:25 ევროპა

მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტზე, კიევში ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი მიიწვიეს,- იუწყება გერმანული DW უკრაინის ელჩზე ანდრი მელნიკზე დაყრდნობით.

„ჩვენ ვაცნობეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი და მთავრობა მოხარულები იქნებიან, თუ კანცლერი ოლაფ შოლცი კიევს ეწვევა“, - თქვა ელჩმა.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, ვიზიტის მთავარი თემა უნდა იყოს რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება.

12 აპრილს პოლონეთში მყოფმა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ ისურვა კიევში მისი ჩასვლა.

შტაინმაიერი უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, კიევში ჩასვლას აპირებდა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად. კიევში მათი ვიზიტი დღეს, 13 აპრილს იწყება.

როგორც DW წერს, გერმანიის მთავრობამ გაოცება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლებამ არ ისურვა კიევში შტაინმაიერის ჩასვლა და განაცხადა, რომ ფედერალურ პრეზიდენტს უკრაინის მხარდამჭერი მკაფიო და არაორაზროვანი პოზიცია აქვს.

12 აპრილს გერმანული გაზეთი Bild-ი იუწყებოდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო კიევში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ჩასვლის გეგმა, რაც უკავშირდება ბოლო წლებში შტაინმაიერის ახლო ურთიერთობებს რუსეთთან და მხარდაჭერას, რომელიც მან აღმოუჩინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის სახელით ცნობილი გაზსადენის პროექტს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შტაინმაიერმა სინანული გამოთქვა, რომ მხარს უჭერდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S