
მედია – რუსეთს ფინეთის საზღვრისკენ სარაკეტო თავდაცვითი სისტემები გადააქვს
12/04/2022 19:43:12 მსოფლიო
რუსეთს ფინეთის საზღვრისკენ სარაკეტო თავდაცვითი სისტემები გადააქვს, – იუწყება ფინური მედია.
მისი ცნობით, სოცქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უახლოვდება სამხედრო ავტომობილები საგზაო ნიშანს, სადაც ჰელსინკის მიმართულებაა აღნიშნული.
ფინური მედია წერს, რომ ქვეყანაში ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დებატების დაწყების შემდეგ მსგავსი ვიდეოების გავრცელება შეიძლება გახშირდეს, რაც ფინეთის და ფინელების პირდაპირ თუ ირიბად დაშინებას ისახავს მიზნად.
ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადს ზაფხულში გააკეთებენ, – იუწყება The Times ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, ფინეთის განაცხადი ივნისშია მოსალოდნელი, შვედეთი კი ამას მოჰყვება.
ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების სურვილს რუსეთი უკვე გამოეხმაურა და თქვა, რომ ამის საპასუხო ზომებს მიიღებენ.