პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს
12/04/2022 19:06:20 მსოფლიო
უკრაინაში უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ მედვედჩუკს ახლო ურთიერთობები აკავშირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან: პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.
19 თებერვალს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მედვედჩუკისა და მისი ცოლის ოქსანა მარჩენკოს ქონება დააყადაღა. მანამდე, ზელენსკიმ საბჭოს მიერ შემოღებული სანქციები აუმოქმედა სახალხო დეპუტატს ფრაქციიდან „ოპოზიციური პარტია - სიცოცხლისთვის“ და მედვედჩუკის თანამებრძოლ ტარას კოზაკს.
მედვედჩუკი სადღეღამისო შინაპატიმრობაში იმყოფებოდა სახელმწიფოს ღალატისა და ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, მაგრამ მოგვიანებით მას სასჯელის ზომა შეუცვალეს. 26 თებერვალს გენერალურმა პროკურატურამ ნაციონალურ პოლიციას დაავალა, შეემოწმებინა, იყო თუ არა მედვედჩუკი მისამართზე, სადაც ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მაგრამ მედვედჩუკი ადგილზე არ აღმოჩნდა.


