კიევი: "რუსი ჰაკერები შეეცადნენ, მწყობრიდან გამოეყვანათ უკრაინის ელექტრომომარაგება"
12/04/2022 17:16:24 მსოფლიო
უკრაინის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის ვიქტორ ჟორას განცხადებით, რუსი ჰაკერები შეეცადნენ, მწყობრიდან გამოეყვანათ უკრაინის ელექტრომომარაგება, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს.
მისი თქმით, ეს რუსი ჰაკერების რიგით მეორე შეტევაა ბოლო 7 დღის განმავლობაში.
უკრაინის კომპიუტერულ საგანგებო მდგომარეობებზე რეაგირების ჯგუფმა 12 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც ადრე Sandworm-ის სახელით იყო ცნობილი, მავნე ჰაკერული პროგრამა განათავსა კომპიუტერებზე, რომლებიც უკრაინის მაღალი ვოლტაჟის ქვესადგურებს აკონტროლებს. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „ელექტროქვესადგურების გათიშვა და კომპანიის ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანა“ 8 აპრილისთვის იყო დაგეგმილი.
რუსეთი უკრაინაზე კიბერ–თავდასხმის ბრალდებებს უარყოფს.


