კიევმა შტაინმაიერს უკრაინაში ვიზიტზე უარი განუცხადა
12/04/2022 16:07:17 მსოფლიო
კიევმა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს უკრაინაში ვიზიტზე უარი განუცხადა. ამის შესახებ შტაინმაიერმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, იგი პოლონელ, ესტონელ, ლიტველ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად უკრაინაში ერთობლივ ვიზიტს გეგმავდა, "რათა კიევისთვის ევროპული სოლიდარობის გამომხატველი ძლიერი მესიჯი გაგეგზავნა".
"როგორც ჩანს, ეს კიევში არ სურდათ", – განაცხადა შტაინმაიერმა.
როგორც გერმანული მედია იუწყება, შტაინმაიერს რუსეთთან ახლო კავშირების გამო ხშირად აკრიტიკებენ. იგი "ჩრდილოეთის ნაკადი 2"–ის პროექტს მხარს უჭერდა და ევროპაში რუსეთის ენერგეტიკულ ინტერესებს ლობირებდა. რამდენი მე დღუის წინ გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული პროექტის მხარდაჭერა შეცდომა იყო.


