რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებსა და იახტებს ირლანდიის პორტებში შესვლა აეკრძალება
12/04/2022 14:41:32 მსოფლიო
რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებსა და იახტებს ირლანდიის პორტებში შესვლა აეკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის სატრანსპორტო დეპარტამენტმა მიიღო.
ცნობილი ხდება, რომ შეზღუდვა იმ ხომალდებსაც შეეხება, რომლებმაც სარეგისტრაციო დოკუმენტაცია 24 თებერვლის შემდეგ შეიცვალეს და რუსეთიდან სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ გადავიდნენ. თუმცა დირექტივა გამონაკლის შემთხვევებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, შეზღუდვა არ გავრცელდება ენერგეტიკული, ფარმაცევტული და სასოფლო-სამეურნო პროდუქტებით დატვირთულ გემებზე.
გადაწყვეტილება ძალაში მომავალ კვირაში შევა.


