ნიუ-იორკში სროლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა
12/04/2022 14:16:59 მსოფლიო
ნიუ-იორკში, მეტროს სადგურში სროლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა.
სამართალდამცველები ეჭვმიტანილ მამაკაცს ეძებენ. თვითმხილველთა განცხადებით, მას თავდასხმისას აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი სამშენებლო ჟილეტი ეცვა.
მედიის ცნობით, მეტროს სადგურში ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობები.
ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


