Accentnews.ge
ბრიტანული მედია – რუსეთი უკრაინელებს ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ასახლებს

ბრიტანული მედია – რუსეთი უკრაინელებს ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ასახლებს

12/04/2022 13:16:58 მსოფლიო

რუსეთი უკრაინიდან იძულებით გაყვანილ უკრაინელებს ციმბირში, შორეულ აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ასახლებს, – იუწყება ბრიტანული მედია.

The Independent-ს ცნობით, „საპორტო ქალაქ მარიუპოლის მოსახლეობას მოსთხოვეს, ხელი მოეწერათ დოკუმენტებისთვის, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ მათ ქალაქს ცეცხლს უკრაინის შეიარაღებული ძალები უშენდნენ. მისივე ინფორმაციით, ხელის მომწერებს ეუბნებოდნენ, რომ მათ უკრაინაში დაბრუნება აღარ შეეძლებათ, ვინაიდან იქ მათ "დევნა" ემუქრებათ“.

კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა The i იტყობინება, რომ რუსეთის მთავრობის ბრძანებულებით, 11 000 ადამიანი განაწილებულია ციმბირში, 7 000 - შორეულ აღმოსავლეთში და 7 000 - ჩრდილოეთ კავკასიაში. მისი ცნობით, უკრაინელები იგზავნებიან ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მთავრობის განკარგულების თანახმად, "უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა მოქალაქეთა განაწილება რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში" და "95 739 ადამიანის მიღების უზრუნველყოფას“ ითხოვს.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთი მის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან სამოქალაქო მოსახლეობას ასახლებს დონბასში, სეპარატისტულ რეგიონებში, ან აგზავნის რუსეთში. უკრაინის ხელისუფლება მოითხოვს, შეწყდეს მისი მოქალაქეების იძულებით გასახლება რუსეთისა და მის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S