ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
12/04/2022 13:14:57 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 აპრილს ერთი ამერიკული დოლარი 3.0841 ლარი ეღირება, ევრო – 3.3518 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.0152 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0755 ლარი ღირდა, ევრო – 3.3544 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.0105 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.


