Accentnews.ge
ძლიერი ქარის გამო ვარკეთილში ხე წაიქცა და ორ ადამიანს დაეცა

ძლიერი ქარის გამო ვარკეთილში ხე წაიქცა და ორ ადამიანს დაეცა

12/04/2022 13:08:19 საზოგადოება

ძლიერი ქარის გამო ვარკეთილში ხე წაიქცა და ორ ადამიანს დაეცა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან თბილისის მერიის თანამშრომლები, ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ აქვთ, დროებით, თავი შეიკავონ ხეივნებსა და სხვა რისკის შემცველ ადგილებში გადაადგილებისგან.

ძლიერმა ქარმა ხეები თბილისის რამდენიმე უბანში წააქცია, დაზიანდა მანქანები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო 90-მდე შეტყობინებაა შესული და ყველა მათგანზე მიმდინარეობს ოპერატიული რეაგირება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S