Accentnews.ge
რუსთავი-თბილისის ხაზზე მგზავრობა გაძვირდა

რუსთავი-თბილისის ხაზზე მგზავრობა გაძვირდა

12/04/2022 11:22:13 საზოგადოება

თბილისისა და რუსთავის დამაკავშირებელ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობა გაძვირდა. კერძოდ, თუკი აქამდე თბილისიდან რუსთავამდე გადაადგილება 1,8 ლარად შეიძლებოდა, ახლა ფასი სხვადასხვა მარშრუტზე 2,5 ლარი ან 2,8 ლარია.

რუსთავში მგზავრობა მარტში გაძვირდა შიდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მგზავრობისთვის მგზავრებს 50 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრის გადახდა უწევთ.

კომპანია „ინტერტრანსში" განმარტავენ, რატომ გაძვირდა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური.

კომპანიის განცხადებით, მგზავრობის საფასურის გაძვირება საწვავის ფასის, ტექნიკური მომსახურებისა და რემონტთან დაკავშირებული ხარჯების ზრდამ განაპირობა.

“მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში საწვავის ფასი 83%-ით გაძვირდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასევე, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ფასის მდგენელი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. საზეთი-საცხი მასალები 25%-ით, საბურავები 60%-ით, ავტობუსის ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტთან დაკავშირებული ხარჯები 150%-ით გაძვირდა. აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, ახალი საბაზრო ფასების პირობებში, მგზავრობის ძველი ტარიფის შენარჩუნება შეუძლებელი გახდა,” - აცხადებენ "ინტერტრანსში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S