
NYT ბუჩაში მკვლელობებისა და მათი მიზეზების შესახებ იუწყება
12/04/2022 11:18:00 ევროპა
გაზეთმა New York Times-მა ვრცელი რეპორტაჟი გამოაქვეყნა ბუჩიდან, რომელიც უკანასკნელ დღეებში იქცა ძალადობის სიმბოლოდ. უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები რუსეთის სამხედროებს ბრალს სდებენ სამოქალაქო პირების მასობრივ დასჯაში, რასაც რუსეთი უარყოფს, მიუხედავად მტკიცებულებების არსებობისა.
როგორც New York Times აღნიშნავს, გამოცემის კორესპონდენტებმა დაადგინეს რამდენიმე ათეული ადამიანის სიკვდილის ადგილი, დრო და ესაუბრნენ მოწმეებს.
გარდა ამისა, ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მოხდა 100 ათასზე მეტი გვამის ექსჰუმაცია:
„კიევზე რუსეთის იერიში შეკავებულ იქნა მტკიცე წინააღმდეგობის მეშვეობით, ბუჩას ოკუპაცია ტერორისა და შურისძიების კამპანიად იქცა,“ –წერს გამოცემა.
დოკუმენტირებულია ბუჩას მოსახლეების მიზანმიმართული დასჯისა და წამების შემთხვევები, რაც, გამოცემის თანახმად, შურისძიების მოტივით მოხდა. დახვრიტეს მინიმუმ 15 ხელებშეკრული ადამიანი. მაგრამ, მოწმეთა თქმით, ბუჩას მრავალი მაცხოვრებელი მოკლულ იქნა უბრალოდ იმიტომ, რომ ისინი ქუჩაში გავიდნენ. ქალაქის მოსახლეობას შორის სიკვდილის მიზეზი გახდა ჰუმანიტარული კატასტროფაც. New York Times წერს, რომ ხანდაზმულთა ადგილობრივ სახლში შიმშილით გარდაიცვალა 6 ადამიანი.
ბუჩაში მასობრივი მკვლელობების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ქალაქი დატოვეს რუსეთის ჯარებმა, რომელთაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ეკავათ ტერიტორია.
ბუჩაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ არის დადგენილი.