Accentnews.ge
"ნაციონალურმა მოძრაობამ" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ლიკა ბასილაია-შავგულიძე წარადგინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ლიკა ბასილაია-შავგულიძე წარადგინა

12/04/2022 09:20:05 საზოგადოება

"ნაციონალურმა მოძრაობამ" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პროფესიით ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე წარადგინა.

მანამდე, სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები დაასახელეს "ქართულმა ოცნებამ" და სახალხო დამცველმა.

უმრავლესობის კვოტით სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილია ვასილ მაღლაფერიძე, ხოლო სახალხო დამცველის კვოტით - ლაშა ტუღუში.

ამ ეტაპზე "საზოგადოებრივ მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში სულ სამი ვაკანტური თანამდებობაა.

კანდიდატები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის"სამეურვეო საბჭო 9 წევრისგან არის დაკომპლექტებული. მათგან სამს - საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს, სამს - უმრავლესობის მიღმა მყოფი დეპუტატები, ორს - სახალხო დამცველი, ერთს კი - აჭარის უმაღლესი საბჭო. ამჟამად საბჭოს წევრები არიან: მიხეილ ჩიკვილაძე, გრიგოლ მურღულია, ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ბესიკ ლილუაშვილი, ირაკლი პაპავა, გიორგი ნიჟარაძე და თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე. საბჭოს წევრები 6 წლის ვადით აირჩევიან, ეს ვადა ირინა ფუტკარაძეს, გიორგი ნიჟარაძეს და ირაკლი პაპავას 18 აპრილს ეწურებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S