Accentnews.ge
UNICEF – რუსეთის აგრესიის გამო 4.8 მლნ უკრაინელ ბავშვს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია

UNICEF – რუსეთის აგრესიის გამო 4.8 მლნ უკრაინელ ბავშვს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია

12/04/2022 08:22:51 მსოფლიო

გაერო–ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ცნობით, რუსეთის აგრესიის გამო უკრაინაში ბავშვების ორ მესამედს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. ამის შესახებ UNICEF–ის ხელმძღვანელმა მანუელ ფონტენმა განაცხადა.

"7,5 მილიონი უკრაინელი ბავშვიდან 4,8 მილიონი იძულებით გადაადგილებულად იქცა", – განაცხადა ფონტენმა.

ამასთან, გაერო-მ უკრაინაში 142 ბავშვის დაღუპვა დაადასტურა, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს საბოლოო რაოდენობა არ არის და ის აუცილებლად გაიზრდება.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის მიერ 12 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის თავდასხმის შემდეგ დაღუპულია 186 და დაჭრილია 344 ბავშვი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S