რუსეთის მთვლელი პალატის თავმჯდომარე: "მშპ-ის კლების ოფიციალური პროგნოზი 10%-ს გადააჭარბებს"
12/04/2022 07:41:46 მსოფლიო
რუსეთის ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროები მშპ-ის 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს აზუსტებენ. თუმცა როგორც მთვლელი პალატის თავმჯდომარემ ალექსეი კუდრინმა განაცხადა, "უკვე დანამდვილებით შეიძლება, ითქვას, რომ მშპ-ის კლების ოფიციალური პროგნოზი 10%-ს გადააჭარბებს".
გუშინ Bloomberg–მა განაცხადა, რომ რუსეთის დეფოლტი გარდაუვალია.


