Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვაში ვარაუდობენ, რომ ოკუპანტებმა მარიუპოლში ფოსფორის იარაღი გამოიყენეს

უკრაინის თავდაცვაში ვარაუდობენ, რომ ოკუპანტებმა მარიუპოლში ფოსფორის იარაღი გამოიყენეს

12/04/2022 07:27:28 ევროპა

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა მარიუპოლში ოკუპანტებს მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა, საქმე გვქონდა ფოსფორის იარაღის გამოყენებასთან.

„ამ დროისთვის ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციას. ვცდილობთ, გავიგოთ, რა იყო ეს. ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარ მონაცემებზე შეიძლება, ვისაუბროთ. არის ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს უფრო ფოსფორის იარაღი იყო. საბოლოო ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით იქნება",– განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მალიარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების რისკი არსებობს და ის საკმაოდ მაღალია.

შეგახსენებთ, რომ წუხელ „ზოვის“ ბატალიონმა მარიუპოლში ოკუპანტების მიერ გაურკვეველი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შესახებ გაავცელეს ცნობა.

ბატალიონის ცნობით, დაშავებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულო-ატაქტიური სინდრომი:

„რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა გამოიყენეს უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერება ქალაქ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს“.

მანამდე ბრიტანული დაზვერვა იუწყებოდა, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქში ფოსფორის იარაღს იყენებდა და შესაძლოა, ეს მარიუპოლშიც გამოიყენოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S