
ერდოღანი სამი მილიონი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს
17/09/2019 07:48:25 სხვა, მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა სამი მილიონი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს. როგორც ერდოღანი განმარტავს, ლტოლვილებს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მოწყობილ ე.წ. უსაფრთხო ზონაში დააბრუნებენ. ბუფერული ზონაში უსაფრთხოებას აშშ და თურქეთი ერთობლივად იცავენ.
სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების შესახებ ერდოღანმა ანკარაში, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებთან გამართულ სამიტზე განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე სირიელ ქურთ მებრძოლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.