Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა: "უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები უახლოეს 2-3 კვირაში გაძლიერდება"

ბრიტანული დაზვერვა: "უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები უახლოეს 2-3 კვირაში გაძლიერდება"

12/04/2022 07:01:57 მსოფლიო

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები უახლოეს 2-3 კვირაში გაძლიერდება.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ახლა რუსეთის შეტევის სამიზნე ძირითადად დონეცკსა და ლუგანსკში დისლოცირებული უკრაინული პოზიციებია.

როგორც ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, ბრძოლა გრძელდება ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებშიც. განახლდა რუსი სამხედროების შეტევა კრამატორსკის მიმართულებითაც. მისი ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალების გადაყვანა ბელარუსიდან უკრაინის აღმოსავლეთით კვლავ გრძელდება.

ცნობისთვის: წუხელ მარიუპოლში უცნობი მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების შესახებ გავრცელდა ცნობები. აშშ–მა და ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს ამოწმებენ.

იხილეთ ასევე: „იქნება ტერაქტები“: რუსებს კრემლის მორიგი ავანტიურის შესახებ აფრთხილებენ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S