იაპონიამ სანქციები, მათ შორის პუტინისა და ლავროვის შვილებს დაუწესა
12/04/2022 06:20:59 მსოფლიო
იაპონიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა და 398 მოქალაქის ქონება გაყინა.
სანქცირებულთა სიაშია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის 2 შვილი, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ცოლი და შვილი.
8 აპრილს იაპონიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან ქვანახშირისა და არყის იმპორტს აკრძალავს.
იაპონიამ სანქციები 25 მარტსაც დააწესა. სანქციები შეეხო კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის ცოლსა და უფროს შვილებს; კორპორაცია VEB-ის ხელმძღვანელ იგორ შუვალოვს; "სევერსტალის" მთავარ აქციონერს ალექსეი მორდაშოვს; როსტეხის გენერალური დირექტორის სერგეი ჩემოზოვის ნათესავებს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილე სერგეი კირიენკოს; უსაფრთხოების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევსა და ძმებ როტენბერგებს.


