
„დიდებული კონტრდაზვერვითი ოპერაცია" - საფრანგეთი კიდევ 6 რუს დიპლომატს აძევებს
11/04/2022 20:33:36 ევროპა
საფრანგეთმა გადაწყვიტა კიდევ ექვსი რუსი ჯაშუში გააძევოს, რომლებიც პარიზში, რუსეთის საელჩოში მუსაობდნენ,– იუწყება Figaro.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათი „საქმიანობა ეწინააღმდეგება მასპინძელი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“.
როგორც ამ განცხადებაშია აღნიშნული, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ 10 შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა „10 აპრილს გამოავლინა რუსეთის სპეცსამსახურების ფარული ოპერაცია ჩვენს ტერიტორიაზე. ექვსი რუსი აგენტი დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედებდა“.
10 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. თუმცა, უკავშირდება თუ არა საარჩევნო პროცესს რუსეთის სპეცსამსახურების გამჟღავნებული ოპერაცია, ჯერჯერობით უცნობია.
საფრანგეთის კონტრდაზვერვის მუშაობა ასევე აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა.
"დიდიებული კონტრდაზვერვითი ოპერაცია. ბრავო DGSI-ის აგენტებს, რომლებმაც ხელი შეუშალეს რუსეთის საიდუმლო აგენტურულ ქსელს... უკანა პლანზე ყოფნისას, DGSI თვალს ადევნებს ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებს", - დაწერა მან Twitter-ზე.
ერთი კვირის წინ პარიზ ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა.